მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხვალ წარადგენენ

6283d4654be43
ალა ისპირიანი
17.05.22 21:06
1095
ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს ხვალ, 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”ეს გაზაფხული იყო ფინეთის დემოკრატიის ტრიუმფი”, - თქვა მან და მხედველობაში მიიღო პარლამენტის მიერ ფინეთის NATO-ში განაცხადის მხარდაჭერა.

„შვედეთი ასევე მოუთმენლად ელის თურქეთთან NATO-ს ფარგლებში თანამშრომლობას“, - თქვა ანდერსონმა.

მისი ეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის წინა განცხადებას ეხებოდა, სადაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის არ დაუჭერდა მხარს შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ასევე მან ორივე ქვეყანა ქურთული "ტერორისტული ორგანიზაციების" განსახლებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ მოუთმენლად ველით თურქეთთან ორმხრივ დიალოგს. როგორც კი NATO-ში ვიქნებით ვხედავ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო განვავითაროთ“, - განაცხადა ანდერსონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი თურქეთთან მომავალ დისკუსიებთან დაკავშირებით და რომ დიალოგით "პრობლემა მოგვარდება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები