ფინეთი თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის შესაჩერებლად რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას განიხილავს.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მარი რანტანენის თქმით, აგვისტოდან ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო პუნქტზე მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ფინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული რუსეთის სასაზღვრო პოლიტიკის ცვლილების შედეგია.
ფინეთისა და რუსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციები თანამშრომლობდნენ პასპორტების და შესაბამისი ვიზების არმქონე ადამიანების შეჩერებაში იქამდე, სანამ მეორე ქვეყანაში შესვლას ეცდებოდნენ.
მარი რანტანენი ამბობს, რომ რუსეთმა შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე პირების სასაზღვრო ზონამდე დაშვება დაიწყო, სადაც მათ უკვე ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნა შეუძლიათ.