მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2028 წლამდე გაახანგრძლივა

ეკონომიკა

ფინეთის მთავრობამ რუსეთთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის რეჟიმი 2028 წლის 31 დეკემბრამდე ოფიციალურად გაახანგრძლივა. არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა სრულად დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე არასანქცირებული შესვლის აღკვეთის მიზნით შემუშავებული დროებითი ზომების მოქმედების ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს.

ახალი გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასაზღვრო ზოლის სრულ კონტროლსა და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურ განმტკიცებას უზრუნველყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო აქტი მიზნად ჰელსინკიზე შესაძლო ზეწოლის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას, სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებასა და პოლიტიკურ იარაღად მიგრაციის მძიმე შემთხვევებისთვის გამოყენების გამორიცხვას ისახავს.

ცნობისთვის, ოფიციალურმა ჰელსინკიმ საგანგებო სამართლებრივი მექანიზმები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების შემდეგ აამოქმედა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები