მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინეთმა 50 ათასზე მეტი ბუნკერი ააშენა, რომელიც ქვეყნის თითქმის სრულ მოსახლეობას დაიცავს

ბუნკერი

ფინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მოწყობილი ბუნკერები და საჰაერო თავდასხმისგან დამცავი თავშესაფრები თითქმის მთელი მოსახლეობისთვისაა საკმარისი - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

საბჭოთა კავშირთან 1939-1940 წლის ომის შემდეგ, ფინეთში 50 500 ბუნკერი აშენდა, რომლებშიც 4.8 მილიონი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი მაშინ, როცა ფინეთის მოსახლეობა 5.5 მილიონია.

შედარებისთვის, გერმანიაში, სადაც 84.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თავშესაფრები მხოლოდ 480 000 ადამიანს იტევს.

ფინური კანონმდებლობის თანახმად, ყველა შენობას, რომლის ფართობიც 1200 მ²-ს აღემატება, გამაგრებული სარდაგი უნდა ჰქონდეს. ყველაზე დიდი თავშესაფარი ჰელსინკიშია, მიწისქვეშ 20 მეტრის სიღრმეზე, სადაც 6 000-მდე ადამიანი ეტევა. ბუნკერი იმგვარადაა აშენებული, რომ ატომურ შეტევას გაუძლოს. ობიექტი ფულსაც გამოიმუშავებს, რადგან მასში სპორტული დარბაზი, ბავშვთა მოედანი, ჰოკეის არენა და მიწისქვეშა ავტოსადგომია განთავსებული.

თავშესაფრები საკვების მარაგებს არ ინახავს. საგანგებო სიტუაციების დროს, მოსახლეობას აუცილებელი ნივთების თან წაღება ევალებათ, მათ შორისაა სამი დღის საკვები, ფანრები, ელემენტები, საძილე ხალიჩები და ჩანთები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, იოდის ტაბლეტები და, თუ შესაძლებელია, წიგნები და საწერი მასალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები