ფინეთის ხელისუფლება გეგმავს მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პრივატიზაცია, ანუ კერძო კომპანიებზე გაყიდვა აუკრძალოს, რასაც ის ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივით ხსნის.
დამტკიცდება თუ არა ფინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ეს კანონი, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ის პარლამენტში უნდა განიხილონ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ეროვნული ინტერესების დაცვის მიმართ ინტერესი მომძლავრდა, კანონმდებლები, სავარაუდოდ, დოკუმენტს დაამტკიცებენ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უცხოური გავლენისგან დაცვის საკითხი ფინეთში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა აქტუალური, რადგან აღმოჩნდა ისე, რომ ბოლო წლებში, რუსეთის მოქალაქეებმა ბევრი უძრავი ქონება იყიდეს ისეთ ადგილებში, რომელთა ახლოს სათუთი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტები მდებარეობს. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფინეთის სუვერენულ წყლებში წყალქვეშა ელექტროკაბელის დაზიანების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა.