მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინკა ბანკმა" საზედამხედველო კაპიტალი გაზარდა

BM.GE
04.07.18 10:41
1234
ფინკა ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის შესრულებაზე განაცხადა. მენეჯმენტში ამბობენ, რომ ყველა ფორმალური პროცედურა დასრულებულია და მათი საზედამხედველო კაპიტალი აქციონერებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მონაწილეობით შეივსო.
პარტნიორებსაც არ უჩივიან - FINCA International, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. 20 წლიანი საფინანსო მომსახურების ისტორია ბანკისთვის უდავოდ საინტერესო პორტფელს ქმნის და ახლა უკვე 50 მილიონიანი საზედამხევდელო პორტფელით არის წარმოდგენილი.

სტუმარი: გიორგი ნადარეიშვილი, "ფინკა ბანკი", კომერციული დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები