მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინტექის განვითარების სტრატეგია - რა გამოწვევები წინაშეა სექტორი?

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა. დოკუმენტის პირველადი ვერსია, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და მიზნად ისახავს საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. საერთაშორისო დონეზე კი ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ფინტექის განვითარების სტრატეგიული ხედვა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია ფინანსურ სექტორში რეგულაციით ხელშეწყობილი ინოვაციების დანერგვის წახალისება, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური ინფრასტრუქტურის უპირატესობების იდენტიფიცირება და „საქართველოს მიღმა“ („Beyond-Georgia“) ფინტექ-ეკოსისტემის ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბანკი სტრატეგიის პირველად ვერსიას აქვეყნებს და შესაბამის/დაინტერესებულ/ჩართულ მხარეებს აქტიური კომუნიკაციისა და სტრატეგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისკენ მოუწოდებს. რამდენად ერგება რეალურ საჭიროებებს სებ-ის მხრიდან გამოქვეყნებული სტრატეგია და რა შენიშვნები აქვს ბიზნესს?

სტუმარი: დავით კიკვიძე - საქართველოს ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები