ფინტექი, იგივე, ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ფინანსურ მომსახურებას აწარმოებს. ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, ასევე საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მომსახურებებს. ფინტექ-კომპანიები ეხმარებიან მომხმარებელს, მარტივად და სწრაფად მართოს და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები, თანაც ისე რომ ხარჯების ოპტიმიზაცია უზრუნველყოს.ფინტექები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინს, დიდ მონაცემებს და სხვა თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს. რა ზომის არის დღეს ფინტექის გლობალური ბაზარი და რომელი კომპანიები იკავებენ უმსხვილესი მოთამაშის პოზიციას?