აგვისტოში აბონენტების რაოდენობის თითქმის ნახევარი 48.5% მაგთიკომზე მოდის, თუმცა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით კომპანიის წილი ბაზარზე შემცირებულია. მეორე ადგილზეა სილქნეტი, რომელსაც ბაზარზე 30.7% უჭირავს, გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 30.3% იყო.

აღსანიშნავია, რომ მონაცემები მოიცავს როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებს. ჯამში აგვისტოში მაგთიკომის აბონენტებმა 491 ათასი შეადგინა, სილქნეტის კი 310 ათასმა. სილქნეტის აბონენტები აგვისტოში 18 ათასით გაიზარდა.

რაც შეეხება შემოსავლებს, ჯამში აგვისტოში სექტორმა გაწეულ მომსახურებაში თითქმის 29 მლნ ლარი მიიღო, ეს მაჩვენებელი გასული წლის აგვისტოში დაახლოებით 25 მლნ ლარი იყო. მაგთიკომის შემოსავლები აგვისტოში 2.3 მლნ ლარით 14.1 მლნ ლარამდეა გაზრდილი. გაზრდილია 1.1 მლნ ლარით სილქნეტის შემოსავლები და 9.5 მლნ ლარს შეადგენს.




























