მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5%-ით, 2025 წელს კი 5.1%-ით გაიზრდება

ff

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა.

აღნიშნული შეფასება შემდეგმა ძირითადმა ფაქტორებმა გამოიწვია: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი; სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა; მთავრობის ვალის დაბალი დონე; მმართველობის ხარისხი; ევროკავშირირის კანდიდატის სტატუსის მიღება

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპზე ნათქვამია, რომ საქართველომ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 6,9%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა აჩვენა.

ანგარიშში წერია, რომ 2022-23 წლებში რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან მიგრანტების ჩამოსვლის შედეგად ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითი ზემოქმედება, როგორც ჩანს, გაგრძელდება. Fitch ვარაუდობს, რომ მიგრანტი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქვეყანაში დარჩება საშუალოვადიან პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს პოტენციურ ზრდას.

Fitch-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5%, ხოლო 2025 წელს 5.1% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები