31 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა "საქართველოს ბანკის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "ნეგატიური" გააუმჯობესა. ამჟამად ბანკის რეიტინგის მოლოდინი არის "სტაბილური". ამასთან, სარეიტინგო სააგენტომ ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ "BB მინუსის" დონეზე დაადასტურა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Fitch-მა “თიბისი ბანკთან” დაკავშირებითაც.
Fitch-ი მოელის, რომ ბანკის ბუფერები საკმარისი იქნება იმისთვის, რათა ისე შთანთქოს შესაძლო საკრედიტო დანაკარგები, რომ ამით ბანკის ფინანსურ პროფილს ზარალი არ მიადგეს. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი “საქართველოს ბანკი" კრიზისულ პერიოდს ჯანსაღი კაპიტალის მოცულობით და კარგი ფინანსური პარამეტრებით შეხვდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ “საქართველოს ბანკის” დაფინანსების პროფილი სტაბილურობას ინარჩუნებს. Fitch-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 2020 წლის რთული ვითარების მიუხედავად, ბანკიდან დეპოზიტების გადინება არ მომხდარა.