მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, პერსპექტივა კი "ნეგატიურზე" დატოვა

Fitch

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურზე" შეუნარჩუნა.

ეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა.

30 მაისის განახლებულ შეფასებაში სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის ძლიერ და სუსტ მხარეებში აღნიშნავს, რომ „BB“ რეიტინგი მხარდაჭერილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით ანალოგიური რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ასევე სანდო მაკროფისკალური პოლიტიკის ჩარჩოთი, ზომიერი სახელმწიფო ვალითა და ჯანსაღი საბანკო სექტორით.

Fitch აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი დაბალანსებულია შედარებით მაღალი ფინანსური დოლარიზაციით, სახელმწიფო ვალზე უცხოური ვალუტის რისკების მაღალი გავლენით, შესადარ ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო ფინანსებით, მათ შორის ზომიერი საერთაშორისო რეზერვებით და შედარებით მაღალი წმინდა საგარეო ვალით. სარეიტინგო სააგენტო მიუთითებს, რომ "ნეგატიური" პერსპექტივა ასახავს გაზრდილ პოლიტიკურ რისკს და ლიკვიდობის შესაძლო გარე ზეწოლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები