მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Ratings-ი სებ–ის პოლიტიკას აფასებს - ინტერვიუ არვინდ რამაკრიშნანთან

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის მიმოხილვა განაახლა. გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა შეამციროს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაურკვევლობა.

Fitch-მა ივნისში გამოქვეყნებული წინა რეიტინგის მსგავსად ამჟამადაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო ივნისში გამოქვეყნებული წინა შეფასებით რეიტინგის მოლოდინი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა და ამჟამადაც Fitch-ი საქართველოსთან დაკავშირებით იგივე რეიტინგის მოლოდინს ინარჩუნებს.

Fitch-ი საკუთარ შეფასებაში მიმოიხილავს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს და მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ასევე ინფლაციის დაბალ მაჩვენებელს, თუმცა მიუთითებს რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და უფრო დაბალია, ვიდრე ის BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებშია.

ინტერვიუ: არვინდ რამაკრიშნანი, Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელი

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები