მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Ratings-მა ბაზისბანკის რეიტინგი 'B+'-ზე დაადასტურა და პროგნოზი "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა

6463929f30fbf
BM.GE
16.05.23 10:11
439
2023 წლის 10 მაისს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, „Fitch Ratings“, ბაზისბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა, პროგნოზი კი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა. მდგრადობის რეიტინგი (VR), ასევე „B+“-ზე დადასტურდა.

Fitch-ის განმარტებით, პროგნოზის განახლება, ბაზისბანკის მომგებიანობის სტაბილიზაციამ და ძლიერმა კაპიტალიზაციამ, ასევე, საქართველოში ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებთან დაკავშირებით პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა, რისი შედეგიც მოგების მდგრადი ზრდა, აქტივების მაღალი ხარისხი, ბანკის სოლიდური კაპიტალიზაციაა.

„თანმიმდევრული განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პოზიციების განმტკიცების გზაზე, სტაბილურად ვაგრძელებთ სვლას. გასული წელი შთამბეჭდავი ფინანსური შედეგებით დავასრულეთ, რაც გამოიხატა გაორმაგებულ წმინდა მოგებაში. 2022 წელს პორტფელისა და კაპიტალის სოლიდური, შესაბამისად, 68% და 29%-ანი ზრდა ვაჩვენეთ. ძლიერი შედეგებით და მნიშვნელოვანი მიღწევებით, ბაზარზე აქტივებით მე-4 პოზიცია დავიკავეთ, რაც Fitch-ის განახლებულ რეიტინგებზეც აისახა: პროგნოზი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა", - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები