გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) გააუმჯობესა და ‘B’ სტაბილურად შეაფასა.
გასულ წელს კრისტალის გრძელვადიანი პროგნოზის შეფასება ‘B-‘ იყო.
Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სხვადასხვა პარამეტრებით განსაზღვრა. ანგარიშში აღნიშნულია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, აქტივების ხარისხის ეფექტური მართვა, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, კაპიტალისა და ვალდებულებების მაღალ დონეზე მართვა . ასევე, ყურადღება გამახვილებულია კომპანიის საბანკო ტრანსფორმაციაზე, რაც დადებით მოლოდინებს აჩენს რეიტინგის ზრდის მიმართულებით.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ დამაჯერებელი შედეგები მიღწეული იყო დაფინანსების მართვის თვალსაზრისით, რასაც ხელი შეუწყო კრისტალის წარმატებულმა პარტნიორობამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან.
„კრისტალი Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ადასტურებს კომპანიის მიერ გასულ წელს შემუშავებული სტრატეგიული განვითარების გეგმის სისწორეს და სტრატეგიის აღსრულების ეფექტურობას. რეიტინგის გაუმჯობესება ასევე გვეხმარება ხელსაყრელი პირობებით მოვიზიდოთ მეტი ფინანსური რესურსი და ამით შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ისარგებლონ კრისტალის კონკურენტული პროდუქტებით, განავითარონ ბიზნეს საქმიანობა, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ამით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას“, - აღნიშნავს „კრისტალის" უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია.
„კრისტალი" Fitch–ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია რეგიონში. კომპანიას საერთაშორისო რეიტინგი პირველად 2017 წელს მიენიჭა.
- მეტი ინფორმაცია იხ. აქ ბმული >>>