მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch Solutions-ი წითელ ზღვაში შეფერხებების ფონზე შუა დერეფანში ინვესტირების პოტენციალს ხედავს

წითელი ზღვა
12.06.24 12:35
228

კვლევითი ორგანიზაცია Fitch Solutions-ი წითელი ზღვის ვაჭრობის შეფერხებების ფონზე ინფრასტრუქტურული ალტერნატივების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალტერნატიულ სახმელეთო დერეფნებში ინვესტიციების ზრდის პოტენციალი არსებობს.

სტატიის თანახმად, ალტერნატიული მარშრუტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპას შორის ცენტრალური აზიის გავლით, .. შუა დერეფნის ჩათვლით, კვლავ იპყრობს პოლიტიკოსების ყურადღებას რეგიონში და მის გარშემო.

Fitch Solutions-ი არ ელის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინდოეთი-შუა აღმოსავლეთი-ევროპის კორიდორი, ასევე შუა აზიის გავლით მარშრუტები იმგვარად განვითარდება, რომ სუეცის არხის ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიზიდოს, თუმცა ასევე ხედავს ინვესტიციების ზრდის პოტენციალს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ყაზახეთმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა ბაზარმა ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტისთვის. ორგანიზაცია მზარდი სავაჭრო ნაკადების ფონზე რეგიონული კოორდინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ყაზახეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შექმნეს ერთობლივი საწარმო, Middle Corridor Multimodal, რომელიც გვთავაზობს ყოვლისმომცველ მომსახურებას და საიმედო მიწოდების დროს, აძლიერებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ჩინეთს, ევროპას, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისთვის. ასეთი რეგიონალური კოორდინაცია არსებითი იქნება ამ მარშრუტის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაზრდისთვის, რათა ხელი შეუწყოს საგზაო და სარკინიგზო ტვირთების ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოცულობის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნულია სტატიაში.

შუა დერეფანი და ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები

პოტენციური ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტად ასევე განხილულია ინდოეთი-შუა აღმოსავლეთი-ევროპის დერეფანი, თუმცა ხაზგასმულია, რომ იმპულსის არსებობის მიუხედავად, ამ მარშრუტის გამოყენება შესაძლებელი არაა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის, ასევე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს შორის არასაკმარისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამო.

სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ. შედეგად, მარშრუტები შეიცვალა და სუეცის არხში, რომელიც გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო, გადაზიდვები შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები