მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფლორიდაში ქარიშხალ "მილტონის" სიჩქარე მესამე კატეგორიამდე შემცირდა - სტიქიის შედეგები

აშშ

ოთხშაბათს ღამით ფლორიდის შტატს ქარიშხალი "მილტონი" დაატყდა თავს - შტორმი, რომლისთვის მზადებაც შტატის მოსახლეობამ რამდენიმე დღით ადრე დაიწყო, პროგნოზირებული მეხუთე კატეგორიიდან მესამემდე შემცირდა და ქალაქ ტამპას პირდაპირი დარტყმაც აარიდა.

მიუხედავად კატეგორიის შემცირებისა, გასულ კვირებში ქარიშხალ "ჰელენისგან" ისედაც დაზარალებულ ქალაქებში წუხელ ღამით ქარის სიჩქარე 160 კმ/სთ-ს აღწევდა, სტიქიამ გამოიწვია წყალდიდობა და შენობების ნგრევაც. სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალებიდან ჩანს, რომ ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მნიშვნელოვნად დაზიანდა სანქტ-პეტერბუგის გუმბათიანი სტადიონი Tropicana Field-იც.

PowerOutage.US-ის ინფორმაციით, ფლორიდის შტატში 2 მილიონზე მეტ შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც. ვიდრე ქარიშხალი ფლორიდას მიაღწევდა, წარმოქმნილმა ტორნადომ მნიშვნელოვნად დააზიანა ფორტ-პიერსის მახლობლად არსებული დასახალებაც, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. მედიაში ჯერჯერობით არ დასტურდება სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.

"მილტონის" სახმელეთო დაშვებიდან 90 წუთში ქარიშხლის სიჩქარე მეორე კატეგორიამდე ჩამოქვეითდა. ბოლო მონაცემებით, გასულ ღამეს ფლორიდაში ქარის მაქსიმალური სიჩქარე 165 კმ/სთ-ს აღწევდა, სანაპირო ზოლზე კი მოქმედება გაფრთხილება შტურმის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები