14 ივლისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ფრენებს ატირაუ - ბათუმი - ატირაუს მიმართულებით შეასრულებს. ავიერეისები 25 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმის, ასტანა - ბათუმის და აქტაუ - ბათუმის საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისებს ავიაკომპანიები Air Astana, FlyArystan და Scat Airlines-ი ასრულებენ. ჯამურად, ზაფხულის სეზონზე ორ ქვეყანას შორის ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 57 სიხშირემდე გაიზრდება.




























