მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს

6009703de8f9d
BM.GE
21.01.21 16:11
1007

28 იანვრიდან Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

შეგახსენებთ, 2021 წლის 1 იანვრიდან, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. 



საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს: 
▪️ ბიუმეტრიულ პასპორტს;
▪️ უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს, ან მოქმედ ჯავშანს;
▪️ საცხოვრებლის დამადასტურებელ დოკუმენტს;
▪️ სამოგზაურო დაზღვევას;
▪️ მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საბუთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები