მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FMCG ბაზარი - როგორ შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა?

Freebusiness-ის პლატფორმას და გაჟღერებულ მოთხოვნებს უერთდება მსხვილი რითეილ ჯგუფი დეილიც, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. ჯგუფის გამსხვილება რამდენიმე თვის წინ განხორციელებული გარიგების შედეგად მოხდა, დღეს კი დეილი ჯგუფის ქვეშ ერთიანდებიან ისეთი ბრენდები როგორებიცაა სპარი, იოლი, კალათა, დეილი, გვირილა და მაგნიტი. 2024 წლის 10 თვის გაყიდვებში, დეილი ჯგუფი ქსელური ბაზრის 27.6%-ს იკავებს.

FMCG ბაზრის 9 თვის მიმოხილვა როგორც თიბისი კაპიტალმა ისე გალტ ენდ ტაგარტმა გამოაქვეყნეს. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, FMCG ბაზრის მოცულობა 2024 წელს 21 მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც 2023 წელთან შედარებით 800 მილიონი ლარით მეტი იქნება. თიბისი კაპიტალის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ორგანიზებული ვაჭრობის წილი და ბაზარზე მსხვილი ქსელური მარკეტების რაოდენობა გაიზრდება. 2025 წლისთვის მოლოდინი არსებობს რომ ორგანიზებული ვაჭრობის წილი 45%-ს მიაღწევს, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 36% იყო.

რაც შეეხება გალტ ენდ ტაგარტის პროგნოზს, მათი შეფასებით, FMCG ბაზარი წლიურად 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში. საინვესტიციო ბანკში ამბობენ, რომ FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველი ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა. გალტ ენდ ტაგარტის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბრენდული ქსელების ბაზარი წლიურად 2025-28 წლებში 14.8%-ით გაიზრდება რაც საბაზრო წილის მიმდინარე 40.7%-დან 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს 2028 წელს.

პროგნოზები პოზიტიური კეთდება, თუმცა მიმდინარე პროცესების ფონზე ექსპერტები რისკებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა ბაზრის განვითარება დაამუხრუჭოს. როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე FMCG ბაზრის კონიუქტურა, მოუწევთ თუ არა ბაზრის მოთამაშეებს დაგეგმილი საინვესტიციო გეგმების შეცვლა და რა ასახვა შეიძლება ჰქონდა ამას, როგორც კომპანიებზე, ისე თავად მომხმარებელზე?

სტუმარი: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ სექტორის ექსპერტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები