მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონ დერ ლაიენმა ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სტრატეგია წარადგინა

უკრაინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ WinWin-ის სამიტზე ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სტრატეგია წარადგინა.

მისი განცხადებით, ევროპა არა მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენების, არამედ ახალი ინდუსტრიებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ცენტრად უნდა იქცეს. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ გაერთიანება სუფთა ტექნოლოგიების გლობალური პატენტების თითქმის 30%-ს ფლობს და რომ მსოფლიოს კვანტური კომპანიების მესამედი სწორედ ევროკავშირში ოპერირებს.

ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილი სტრატეგიის პირველი მიმართულება 450-მილიონიანი ერთიანი ბაზრის სრული პოტენციალის გამოყენება იქნება. როგორც ცნობილია, ამჟამად ევროპელი მეწარმეები 27 სამართლებრივ სისტემასა და კომპანიის 60-ზე მეტ ეროვნულ ფორმალობებს აწყდებიან.

ბარიერების დასაძლევად ევროკომისია ერთიან მოდელს - „EU Inc.“-ს შემოიღებს. ეს ინიციატივა სტარტაპებს საშუალებას მისცემს, კომპანია ონლაინ, 48 საათში და €100-ზე ნაკლებ ფასად დააფუძნონ.

ამას გარდა, გაერთიანება მასშტაბირებადი კომპანიებისთვის სპეციალურ ფონდს აამოქმედებს.

მეორე პრიორიტეტი სუფთა ტექნოლოგიების განვითარება და მათი ადგილზე წარმოება იქნება. ფონ დერ ლაიენის შეფასებით, ევროკავშირი 2050 წლისთვის პირველი კლიმატურად ნეიტრალური კონტინენტი გახდება, 2040 წლისთვის კი ემისიებს 90%-ით შეამცირებს. მისი თქმით, 2021 წლიდან მოყოლებული, გაერთიანებაში მდგრად პროექტებში €1.2 ტრილიონზე მეტი ჩაიდო.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ინდუსტრიული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად ბრიუსელი დამატებით €100 მილიარდს მოუყრის თავს.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მესამე მიმართულება, რომელზეც ევროპული სახელმწიფოები გაამახვილებენ ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის რეალურ ეკონომიკაში ინტეგრაცია იქნება. ამ სფეროს კოორდინაციისთვის ევროკომისიას ინდუსტრიულ ხელოვნურ ინტელექტში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები