მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონ დერ ლაიენმა მოლდოველებს EU-ში გაწევრიანებაზე რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდა

ლაიენი სანდუ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 20 ოქტომბრის რეფერენდუმში. მან ეს მოწოდება დღეს, კიშინიოვში ვიზიტის დროს გააკეთა.

„მოლდოვის ხალხს წინ დიდი ეტაპი ელის... მოვუწოდებ მოლდოველებს, გამოიყენონ თავიანთი ხმა და გამოხატონ თავისუფალი არჩევანი“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ სჯერა, მოლდოვას ადგილი ევროკავშირშია.

მოლდოვა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელშიც 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ატარებს რეფერენდუმს ევროკავშირის წევრობაზე, როგორც კონსტიტუციაში „სტრატეგიულ მიზანზე". რეფერენდუმი ემთხვევა საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც პროდასავლური პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ოთხწლიანი ვადით იყრის კენჭს. საგულისხმოა, რომ მოლდოვის პოლიცია არჩევნებში რუსეთის აქტიურ ჩარევაზე მიუთითებს, რასაც თავად რუსეთი უარყოფს.

ბრიუსელმა დადო პირობა რეკორდული 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების სამწლიან პაკეტზე, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მოლდოვას ეკონომიკის გაორმაგებაში ათწლეულს განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები