მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფონდი " კონსტანტა " მოსამართლეებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

BM.GE
26.01.18 23:13
2246
ფონდი “კონსტანტა” წინა ხელისუფლების დროს, პროკურატურის მიერ იძულების გზით წართმეული ქონების უკან დაბრუნებას ამ დრომდე ითხოვს. ფონდის მენეჯმენტი არაობიექტურ გამოძიებაზე საუბრობს და მოსამართლეებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, ფონდის ინფორმაციით, 2011 წლის მარტში პროკურატურამ იძულების გზით მოახდინა ფონდ კონსტანტას, როგორც ბანკი კონსტანტას აქციონერის აქციების 80%-ის დათმობა. ფონდმა 2013 წელს მიმართა პროკურატურას, შემდეგ ასევე სასამართლოს, თუმცა სამართლიანობის აღდგენა ამ დრომდე არ მომხდარა.

სტუმრები: თამარ ლებანიძე - ფონდ კონსტანტას გამგეობის თავმჯდომარე; გია გვილავა - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები