მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონიჭალაში ბიო მეურნეობა "ბოსტანი" გაშენდა

62c001db9390c
მარიამ იზორია
02.07.22 18:00
1086
ფონიჭალაში 1300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ბიო სასათბურე მეურნეობა “ბოსტანი” გაშენდა, რომელიც როგორც სეზონური, ასევე არასეზონური ნატურალური ბაღჩეულისა და ბოსტნეულის კულტურის, მათ შორის, 7 სახეობა პომიდვრის, 3 სახეობა ყაბაყის, სტაფილოს, ჭარხლის, ტკბილი წიწაკის, ბროკოლის, ბადრიჯნის, ბაზილიკის, რეჰანის წარმოებით არის დაკავებული.

“ბოსტანის” წლიური მოსავლიანობა დაახლოებით 7 ტონამდეა. როგორც "ბოსტანის" დამფუძნებლმა ბექა ბარჯაძემ bm.ge-სთან აღნიშნა, პროდუქციის რეალიზაციას, როგორც ონლინ პლატფორმებზე, ასევე კარფურში ახდენენ. მისივე თქმით, მომდევნო წლიდან ღია გრუნტში სეზონური ბოსტენულის მოყვანასაც დაიწყებენ, ამასთან წელს ქლიავისა და ვაშლის მოსავალსაც მიიღებენ.

 ბიომეუნროება 4 ადამიანს ასაქმებს.

“ბოსტანი პირველი ბიო სასათბურე მეურნეობაა საქართველოში, ჩვენი საქმიანობაა, როგორც სეზონური, ასევე არასეზონური სრულიად ნატურალური ბახჩეული და ბოსტნეული კულტურების მოყვანაა. ჩვენს ქვეყანაში არასეზონური ბიო პროდუქტის, ანუ ნატურალური პროდუქტის, დეფიციტია. მისი წარმოება დიდ შრომას მოითხოვს. ყოველთვის ძიებაში ვიყავი ჩემი შვილებისთვის და ოჯახისთვის. არასეზონზე საერთოდ ვერ ვშოულობდი, იდეაც აქედან წამოვიდა, შემექმნა ბიო სასათბურე მეურნეობა, სადაც მოვიყვანდი არასეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს.

ჩვენი მოსავალი წლიურად 7 ტონას აღწევს. წელს, მაგალითად, პომიდვრის კარგი მოსავალი გვაქვს, დაახლოებით 2 ტონა უკვე გავყიდეთ და კიდევ 2 ტონას ველოდებით. მომავალი წლიდან ღია გრუნტში სეზონური ბოსტნეულის მოყვანას ვიწყებ, ასევე წელს უკვე ველოდებით ქლიავის და ვაშლის მოსავალს. რაც შეეხება ექსპორტს, ორი წლის ინტერვალში არ ვგეგმავ, რადგან ბიო მეურნეობას ზოგადად დიდი დაკვირვება და ადაპტაცია სჭირდება, შესაბამისად, ამ ყველაფრისთვის ორი წელი დამჭირდება,” - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის,“ბოსტანი” “კავკასსერტის” ბიო სერტიფიცირებას გადის. ამ დროისთვის მეურნეობა ბიოში გარდამავალ სერთიფიკატს უკვე ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები