კლინიკაში გარდაიცვალა 31 წლის ილია ისაევი. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მის ბინაში მოხდა აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, რომელსაც გრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
ინფორმაცია მედიას კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევას 7 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
























