სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სომხეთი ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს",- წერს ფაშინიანი.
I extend my deepest condolences to the families of those who lost their lives in the tragic explosion in Tbilisi & wish a speedy recovery to all those injured. 🇦🇲 stands in solidarity with the Government & people of 🇬🇪 during these difficult times.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) November 20, 2026
19 ნოემბერს ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
























