მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Forbes #30under30 - ღვინის სექტორი და გამოწვევები - გიორგი ჭანტურია საქმიან დილაში

BM.GE
30.06.20 11:52
894
ხვანჭკარის ღვინის მარანზე ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა და ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. ქარხანა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს და ყველაზე საინტერესოა ისტორია, რომელიც ამ სახელის უკან დგას. მე-19 საუკუნის ბოლოს, თავადმა დიმიტრი ყიფიანმა ღვინო ხვანჭკარის დაყენების ტექნოლოგია თავადვე გამოიგონა და ჯერ კიდევ 1907 წელს ბელგიაში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე, ღვინომ ოქროს გრანპრი მოიპოვა. სწორედ მისი მარნის ადგილას, უკვე 20 წლის შემდეგ, აშენდა ხვანჭკარის ღვინის მარანი, რომელსაც მალე საუკუნე შეუსრულდება. 2010 წელს კი, ეს კომპანია ჭანტურაიების ოჯახმა შეიძინა და ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად, თანამედროვე სტანდარტს მორგებული ღვინის მარანი დააფუძნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კი, ამ ფასდაუდებელი შრომის შედეგად Forbes Georgia-ის 30 წლამდელთა სიაში მოხვდა.

სტუმარი: გიორგი ჭანტურია - “შპს ხვანჭკარა”, დირექტორი
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები