მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: ევროპასა და აშშ-ში მოხუცთა თავშესაფრებში ჩადებული ინვესტიცია, მომგებიან ბიზნესად მიიჩნევა

5eb43ef04fa60
მარიამ ადამია
07.05.20 21:05
1969
ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხუცებულთა თავშესაფარში ჩადებული ინვესტიცია, ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად ითვლება, გამომდინარე იქიდან რომ მსგავსი ტიპის უძრავი ქონების მიმართულებით მოთხოვნა წლიდან-წლამდე მატულობს. შესაბამისად იზრდება შემოსავლებიც და ბოლო პერიოდში 4%-დან 9%-მდე გაიზარდა. საუბარია ელიტარული რეზიდენციის შექმნაზე, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მოხუცებულთა მოთხოვნებზე და იდეალურ გარემოს შექმნის მათთვის. ამის შესახებ Forbes-ი წერს. 

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2050 წელს, ყოველი მეექვსე ადამიანი, ანუ მთლიანი მოსახლეობის 16% მსოფლიოში, 65 წელს ზემოთ ასაკში იქნება, ახლა კი მათი პროცენტული რაოდენობა მხოლოდ 9%-ს უტოლდება.

დღეს, სამყაროში სულ 143 მილიონი ადამიანია, რომლებიც 80 წელს არიან გადაცილებული, 30 წელიწადში კი, რაოდენობა გასამმაგდება და 426 მილიონს გაუტოლდება, ამიტომაც, წინდახედულმა კერძო ინვესტორებმა გასულ წელს 9 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიცია სწორედ ამ სფეროში მოხუცთა თავშესაფრის შექმნის მიმართულებით ჩადეს, ეს თანხა კი სამჯერ ნაკლებია იმ რაოდენობასთან შედარებით, რაც კლასიკური სასტუმროს ან ლოჯისტიკური ცენტრის დასაფუძნებლად არის საჭირო, ხოლო მოგებას ჩამოთვლილ სექტორებთან შედარებით გაცილებით სწრაფად ნახავენ.

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით მომზადდა PropertyInvestorToday-ს ეკუთვნის და ადასტურებს, რომ მოხუცთა თავშესაფრზე მოთხოვნა ყველაზე მეტად ამერიკაში გაიზრდება, გამომდინარე იქედან, რომ 2040 წლისთვის 75 წელს ზემოთ ადამიანთა რაოდენობა 21 მილიონიდან, 42-ნახევრამდე გაიზრდება, ხოლო ყველაზე მსხვილი ინვესტორი მოხუცთა თავშესაფრების მიმართულებით Holiday Retirement-ია, რომელიც 260 კომპლექსს მართავს და ათასობით მოხუცის საცხოვრებელი სახლია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლექსი მოხუცებულებისთვის კი გასული წლის მარტში ჩიკაგოში გაიხსნა. ეს არის მრავალფუნქციური შენობა, ქალაქის ცენტრთან ახლოს, ბაღითა და ბიბლიოთეკით, რომლის სარგებლობის უფლება სტუდენტებსაც აქვთ. შენობა აერთიანებს 44 ბინას, პანორამული ხედებით, მედიაცენტრს და ყველა იმ აუცილებელ პირობას, რაც მოხუცებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. რაც შეეხება ღირებულებას, ერთოთახიან ბინაში ცხოვრება თვეში 740 დოლარია, ოროთახიანის - 890 დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები