მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებულების სია ცნობილია

607c9d5791227
BM.GE
19.04.21 00:33
2845
უკვე მესამე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი 30 UNDER 30 სწორედ იმ ახალგაზრდებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. დღეს 30 UNDER 30-ის ახალი სიის გამარჯვებულები დასახელდნენ.

გამარჯვებულებს ერთი რამ აერთიანებთ - ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს - ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და კოვიდ-19-ის პირობებში ბიზნესი წამოიწყო, ზოგს დაავადებასთან ბრძოლაში შეაქვს წვლილი, ზოგიც თავისი იდეით ხვალის მოთხოვნებს დღეს პასუხობს. თუმცა ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია - ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

გამარჯვებულების სია:

▪️ კულტურა - გამარჯვებულები:

ბექა გვიშიანი - მოდის სახლი Anouki - PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი, "ARIAL BOLD"-ის დამფუძნებელი;
ელენე კაპანაძე - thewhynotgallery.com - ციფრული გალერეა, თანადამფუძნებელი;
ლევან სონღულაშვილი - levan.gallery - მხატვარი (visual artist, draughtsman, installation and multimedia video artist);
მირიან კვალიაშვილი - ვიოლონჩელისტი;
ლუკა ჩაგანავა, ნინი ჭანტურია - NS სტუდია, არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია - დამფუძნებლები.

▪️ ტექნოლოგიები - გამარჯვებულები:

თენგიზ მესხი - საქართველოს ბანკი - IT დირექტორის მოადგილე, ეჯაილის უფროსი;
ნინო ნანიტაშვილი - სტარტაპ-ეკოსისტემა - ციფრული განვითარების და სტარტაპ-ეკოსისტემის კონსულტანტი;
ნიკა აბაშიძე - Caru, ავტოექსპერტის გამოსაძახებელი პლატფორმა - დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი;
ნათია სვანიძე - ციფრული ბანკი Space • სფეისი - ციფრული პროდუქტების განვითარება, უფროსი მენეჯერი;
დავით მესხიძე - ლიბერთი ბანკი - დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი.

▪️ ანტრეპრენიორები და მეწარმეები - გამარჯვებულები:

ბიძინა გონაშვილი - წერტი, სოფლის ნობათის და ხორცის მაღაზიები - დამფუძნებელი;
ნიკა ხაბურზანია - affix.net , ელექტრონული სპორტის პლატფორმა - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
სალომე ზურაბიშვილი - სიდა / გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი მონავარდისაშვილი - Scoot Scoot, სკუტერების გაქირავების პლატფორმა - მმართველი პარტნიორი;
სანდრო კანდელაკი - covider.ge, კოვიდ-ასისტენტი - თანადამფუძნებელი.

▪️ მეცნიერება - გამარჯვებულები:

თინათინ ახვლედიანი - CEPS ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი - მკვლევარი;
ლადო სირდაძე - knowledgetools.de - სამართლის ინჟინერი;
ლელა ოქრომელიძე - კლინიკა მაიო (Mayo Clinic), აშშ - მკვლევარი რადიოლოგიის დარგში;
გია მოსაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი / კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან-ფრანცისკო;
ანა გოგოლაშვილი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის ლაბორატორიის მენეჯერი, ქიმიის აკადემიური დოქტორი.

▪️ მედია და მარკეტინგი - გამარჯვებულები:

ანანო ბაკურაძე - Movement, ციფრული თხრობის პლატფორმა - დამფუძნებელი;
თენგიზ დოლიძე - სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი, აჭარა - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნატა კიზივაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - მარკეტინგისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნუკა შევარდნაძე - ციფრული ბანკი Space • სფეისი - ბრენდის, მარკეტინგისა და მომხარებელზე ზრუნვის გუნდის ხელმძღვანელი;
ანა ღვინეფაძე - ფარმკაპიტალი / მიოლერის პარტნიორი კავკასიაში - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

▪️ სპორტი - გამარჯვებულები:

მერი არაბიძე - მოჭადრაკე;
გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე;
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე;  
ნინა თიბილაშვილი - მოფარიკავე.

Forbes-ის რჩეულები:

ივდით გაბესკირია - Trice, AI სათარგმნი აპლიკაცია - დამფუძნებელი;
მაგდა ელისაშვილი - გრანთ თორნთონ საქართველო - ბიზნესპროცესების ანალიტიკოსი;
ქეთევან ბაღაშვილი - Beauty Lab App - თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი;
დავით ხიდურელი - "AUKI Interiors and Design”- მმართველი პარტნიორი, დამფუძნებელი.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით ჟიურის წევრების სრული სია

პროექტის მხარდამჭერია - საქართველოს ბანკი
პროექტის ორგანიზატორია - CONCIERGE TBILISI

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები