მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Forbes-მა ივანიშვილის ქონების შეფასებას გადახედა და $2.7 მილიარდამდე შეამცირა

ბიძინა ივანიშვილი

Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა და ბიძინა ივანიშვილის ქონებას რაც იქამდე 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითიც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

თუმცა, უცვლელია ივანიშვილის ქონების შეფასება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, სადაც მისი ქონება 7.35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და 421-ე ადგილს იკავებს. შესაბამისად, ამ ორ მაჩვენებელს შორის 4.65 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, მიმდინარე წლის რეიტინგში ის ასეა მოხსენიებული - ბიძინა ივანიშვილი და ოჯახი - რაც იმას ნიშნავს, რომ Forbes-მა აქტივების შეფასებისას ივანიშვილის მეუღლისა თუ შვილების კუთვნილი აქტივებიც გაითვალისწინა.

BMG Forbes-ს მიმართა კითხვით თუ რამ განაპირობა მათ მიერ ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების განმავლობაში Forbes-ის ინდექსში:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები