მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes Media-ს გაყიდვა გადაიდო, ოსტინ რასელთან გარიგება ჩაიშალა

ოსტინ რასელი

106-წლიანი ისტორიის მქონე ამერიკული ჟურნალის, Forbes-ის გაყიდვა ოფიციალურად გადაიდო. Bloomberg-ის ინფორმაციით, Forbes Media-ს მფლობელ Whale Media Holdings-სა და Luminar-ის დირექტორ ოსტინ რასელს შორის გარიგება ჩაიშალა, რადგან რასელმა დათქმულ დროს თანხა არ გადაიხადა.

Forbes-ის შესასყიდად ამერიკელ მეწარმეს დაახლოებით 800 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო წამს მან აზრი იცვალა და გარიგება ჩაშალა.

Forbes-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ფედერალის განცხადებით, ჟურნალის გაყიდვის საკითხი დროებით გადაიდო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიის შეძენით სხვა ინვესტორები არ არიან დაინტერესებულნი.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ზემოხსენებულ გარიგებაში ოსტინ რასელი მხოლოდ სიმბოლურ როლს ასრულებდა და რეალურად მის მიღმა რუსი ოლიგარქი, მაგომედ მუსაევი იდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები