მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მდგომარეობა ბოლო წლებში განსაკუთრებით დამძიმდა. დაკვირვებული თვალი მარტივად შენიშნავდა, რომ უამრავი მისო გაკოტრდა და უბრალოდ ბაზრიდან გავიდა, რაც ძირითადად სებ-ის რეგულაციებმა გამოიწვია, თუმცა აქამდე არ გვქონდა შესაძლებლობა დარგის სრულყოფილი რეიტინგი გვენახა და Forbes-ის დახმარებით ეს უკვე შესაძლებელია. Forbes Banker-ის ახალ ნომერში სწორედ ეს რეიტინგია წარმოდგენილი, რომელიც შოთა ტყეშელაშვილმა მოამზადა Grant Thornton-თან ერთად.