ამერიკული გამოცემა Forbes ჰიპ-ჰოპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. წელს სიის სათავეში პირველად კანიე უესტი მოხვდა. ამით მან მისი “Big Brother” Jay-Z ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს კი მეორე ადგილი ერგო.
მაშინ როდესაც, 2019 წელს Jay-Z -მ 80 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, კანიე უესტმა თითქმის ორგამი მოგება ნახა, რეპერმა წელს ანაზღაურების სახით 150 მილიონი აიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ჯერ კიდევ, იმ ფონზე, როცა მომღერლის ახალი ალბომი “Jesus is King” არ გამოსულა. Billboard-ის ინფორმაციით, ალბომი უესტის წლიურ გაყიდვებს 1,5 მილიარდი ამერიკული დოლარით გაზრდის.
დრეიკი კი, დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე სმენადი მომღერალი 75 მილიონი დოლარით, რეიტინგში მესამე პოზიციაზეა. ტრევის სკოტმა Astroworld-ის ტურნედან 58 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და სიაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
მთლიანობაში, 20 ყველაზე წარმატებულმა ჰიპ-ჰოპის შემსრულებელმა 860 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც გასულ წელთან შედარებით 33% -ით მეტია. (648 მილიონი დოლარი). რეიტინგში შესვლის ბარიერი 18 მილიონი აშშ დოლარი იყო - უფრო მაღალი, ვიდრე ოდესმე.
Forbes- ის გამოთვლებში, ჩანს შემოსავალი, რომელიც კონტრაქტორმა მიიღო 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისამდე პერიოდის განმავლობაში. მონაცემები ემყარება Nielsen Music- ის, Pollstar- ის, Bandsintown- ის მონაცემებსა და საუბრებს ექსპერტებთან, ორგანიზატორებსა და თავად რამდენიმე მომღერალთანაც.
კონცერტები და ლაივ გამოსვლები არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც რეპერებმა დიდი შემოსავალი მიიღეს. მაგალითისთვის, შონ კომბსმა , იგივე Diddy-მ თავისი ფულის უმეტესი ნაწილი არაყის მწარემოებელ კომპანია Ciroc Diageo -სთან მომგებიანი გარიგებიდან მიიღო და 70 მილიონით, მეოთხე პოზიციაზე გავიდა.
წლევანდელ რეიტინგში ორი ახალბედაა. მათგან ყველაზე მაღალანაზღაურებად დონალდ გლოვერი, იგივე Gambino ითვლება, რომელმაც მისი ფინანსური მდგომარეობა სერიალების Atlanta და This Is America- ის წყალობით გააუმჯობესა და 35 მილიონი დოლარით, სიის მეათე ადგილზე მოხვდა.
მეორე კი, Cardi B -ია, 26 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მომღერალია წლევანდელ რეიტინგში. მისი შემოსავალი $28 მილიონით განისაზღვრა და მეცამეტე პოზიციაზე მოთავსდა. მეორე ქალი რეპერი კი, რომელიც წლევანდელ რეიტინგში მოხვდა Nicki Minaj-ია, რომელმაც მალე კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ის 29 მილიონი დოლარით მე-12 ადგილზეა.
სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
20. Pitbull ($18 მილიონი)
19. Wiz Khalifa ($18.5 მილიონი)
18. Nas ($19 მილიონი)
17. Future ($19.5 მილიონი)
16. Birdman ($20 მილიონი)
15. Meek Mill ($21 მილიონი)
14. Swizz Beatz ($23 მილიონი)
13. Cardi B ($28 მილიონი)
12. Nicki Minaj ($29 მილიონი)
11. J. Cole ($31 მილიონი)
10. Childish Gambino ($35 მილიონი)
9. Migos ($36 მილიონი)
8. Kendrick Lamar ($38.5 მილიონი)
7. DJ Khaled ($40 მილიონი)
6. Eminem ($50 მილიონი)
5. Travis Scott ($58 მილიონი)
4. Diddy ($70 მილიონი)
3. Drake ($75 მილიონი)
2. Jay-Z ($81 მილიონი)
1. Kanye West ($150 მილიონი)