#Forbesკვირა - ლარი ელისონი - Oracle-ის ჯადოქრის ისტორია
BM.GE
19.06.23 01:06
• 306
წლის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Oracle-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 42%-ით გაიზარდა. ამასთან, საგრძნობლად იმატა Oracle-ის დამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონების შეფასებამაც, რომლის დამსახურებით, 78 წლის ანტრეპრენიორმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო და მის კარიერაში პირველად, მეხუთე ადგილზე უკეთესი პოზიცია დაიკავა. თუ Microsoft-ის დამფუძნებლის ქონებას Bloomberg-ი $129 მილიარდად აფასებს, Oracle-ის მფლობელის ქონება $130 მილიარდს შეადგენს, ანუ $38 მილიარდით მეტს, ვიდრე წლის დასაწყისში იყო.