მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#FORBESკვირა - #reachnewmarkets - ქართული ვაშლი დუბაიში გაიყიდება - “ტირიფონის ბაღების” წარმატების ისტორია

BM.GE
08.05.23 07:59
239
კომპანია „ტირიფონის ხილი“ დუბაიში ექსპორტზე ქართული ვაშლის პირველ პარტიას გააგზავნის. საცდელი პარტია 20 ტონას შეადგენს და გარდა იმისა, რომ კომპანია 2014 წლიდან აშენებს ვაშლის ბაღებს, კომპანიის მესვეურების სტრატეგია და ხედვა იყო, რომ აეთვისებინათ სრულიად ახალი ბაზრები, განსხვავებით ტრადიციულისგან. 


კომპანია „ტირიფონის ხილმა“ მოახერხა და აქტიურად აითვისა ყველა ის შესაძლო გრანტი, თუ ტექნიკური დახმარება რაც უშურველად მოდის ამერიკის განვითარების სააგენტოდან, ცნობილი ხალხში როგორც USAID და გორში განთავსებული ეს კომპანია, უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამაცივრე მეურნეობას ფლობს, რომელიც იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებით არის აღჭურვილი. საწარმოში 1 000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. სამაცივრე საცავი ISO 22000:2018 სტანდარტის შესაბამისად არის სერტიფიცირებული და აღჭურვილია საათში 5 ტონამდე სიმძლავრის ჰოლანდიური წარმოების ვაშლის დამხარისხებლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები