მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $11.4 მილიარდს დააბანდებს

61532444242e0
ნათია თაქთაქიშვილი
28.09.21 22:35
755
ცნობილი ავტოკონცერნი Ford-ი ელექტრომობილების წარმოებაში $11.4 მილიარდს დააბანდებს. კომპანია ელექტრომობილების ყველაზე დიდი საწარმოს გახსნას ტენესის შტატში განიხილავს, ამასთან ელემენტების ორ საწარმოს გახსნის კენტუკში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ავტოკონცერნის განცხადებით, დაახლოებით 11,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ელექტრომობილებს და პიკ-აპებს ძირითადად ამერიკელი მომხმარებლისთვის გამოუშვებენ.

ავტოკონცერნი Ford-ი მისი კონკურენტი GM-ის და Stellantis-ის მსგავსად იმედოვნებს, რომ მათ მიერ წარმოებული ავტომობილების ნახევარზე მეტი 2030 წლისთვის ელექტრონული იქნება.

„ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან სწორედ ახლა ვახორციელებთ ყველაზე დიდ ინვესტიციას, რომლის მიზანიც აშშ-სთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაა“, - განაცხადა ჯიმ ფერლიმ, Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოცემა წერს, რომ ელექტრომობილები ამჟამად აშშ-ში ფართო მოხმარებაში არ არის, მათ გაყიდვებზე მხოლოდ 2% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები