მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-ის ხელმძღვანელმა შვილი შემდუღებლად დაასაქმა

ჯიმ ფარლი / Ford CEO

Ford-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის 17 წლის ვაჟიშვილმა გასული ზაფხული ქარხანაში შემდუღებლის პოზიციაზე გაატარა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად CEO-მ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ფარლიმ შვილი თავისივე ინიციატივით დაასაქმა, რადგან სურდა, მის შვილს საკუთარი ხელით შრომა ესწავლა. Ford-ის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანს ადრეული ასაკიდანვე ესმოდეს, თუ რას ნიშნავს მუშის შრომა.

“მსურდა, ჩემს შვილს გამოეცადა, როგორია რიგითი მშრომელი ადამიანის ყოფა და რისი გაღება უწევთ ასეთ ადამიანებს მუშაობისას. არ მინდოდა, რომ ჩემი ვაჟის ცნობიერება აკადემიური ცხოვრებით შემოფარგლულიყო”. - განაცხადა ფარლიმ.

Ford-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქარხანაში შემდუღებლად დასაქმებამ მისი ვაჟის მეტად დისციპლინირებული გახადა. ასევე, ისწავლა პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და ხალხთან ურთიერთობა. თავისი შვილის მაგალითზე საუბრისას, ფარლიმ ქვეყანაში სამუშაო ძალის კრიზისზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ შტატებს ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები