მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Ford-მა მაღალი გამავლობის 5 მოდელის წარმოება შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

Ford

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა მაღალი გამავლობის 5 მოდელის წარმოება შეაჩერა. საუბარია ისეთ ავტომობილებზე, როგორებიცაა Expedition და Lincoln Navigator.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზეზი ალუმინის მარაგების კლება გახდა, რაც, თავის მხრივ, მიწოდების შემცირებამ განაპირობა. კონკრეტულად, საუბარია ნიუ იორკის შტატში მდებარე Novelis-ის ალუმინის საწარმოში გაჩენილ ხანძარზე, რომელმაც წარმოება 2026 წლის პირველ ნახევრამდე სრულად შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი ალუმინის 40%-ს სწორედ Novelis-ისგან ყიდულობდა.

ალუმინის მიწოდების შეჩერებამ ყველაზე უარყოფითად კენტუკის შტატში მდებარე მაღალი გამავლობის მანქანების საწარმოზე იმოქმედა. საუბარია ობიექტზე, სადაც Ford-ი თავის პიკაპებსა და SUV-ებს ამზადებდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Ford-ის მიერ 5 მოდელის წარმოების გამო კომპანიის შემოსავლები, დაახლოებით, $1 მილიარდით შემცირდება. ეს კი ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ავტომწარმოებელზე უარყოფითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები