მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FormPerfect - ციფრული ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელიც ვარჯიშის ეფექტურობას ზრდის

FormPerfect AI

FormPerfect აპლიკაციაა, რომელიც რეალურ დროში უკუკავშირს უზრუნველყოფს, რაც მომხმარებლებს სწორი ფორმის შენარჩუნებაში, ვარჯიშის ეფექტურობის ზრდასა და ტრავმების შემცირებაში დაეხმარება.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, გიორგი ვარშალომიძე BM.GE-სთან აცხადებს, პროექტი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა. ამჟამად სტარტაპი სტანდარტული, სახლში სავარჯიშო რუტინების დამუშავების პროცესშია და რესურსების გადანაწილებაზე მუშაობს.

მისი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სტარტაპმა Gita-ს 25000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელიც მოდელირების დახვეწაში დაეხმარებათ.

„ბაზრის კვლევის თანახმად, მსოფლიოში უდიდესი ნაწილი ფიტნეს მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობს, რაც ტრავმებისა და არაეფექტურობის ზრდას განაპირობებს. აღნიშნული პროექტი კი, რომელიც კომპიუტერულ ხატვაზეა დაფუძნებლი მომხმარებლის მოქმედებებს აღიქვამს, მას გააციფრულებს და არასწორად შესრულებული ვარჯიშის შემთხვევაში შენიშვნებს მისცემს. მაგალითად, არასწორად შესრულებული ჩაჯდომების სიღრმე, მუხლის კუთხე და ა.შ.

ამ პროექტის ფარგლებში ორი ადამიანი ვართ გაერთიანებული, თუმცა სამომავლოდ გაცილებით ბევრნი ვიქნებით. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, თუ როდის დასრულდება აპლიკაცია, თუმცა აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ,“- აცხადებს ვარშალომიძე.

მისივე ცნობით, აპლიკაციის სტანდარტული ვერსია უფასო იქნება, თუმცა პრემიუმ სერვისის მიღება ფასიანი. მიმდინარე წელს, სტარტაპი ერთი მუშა, გამართული მოდელის შექმნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები