მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფორმულა 1-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მრბოლელები 2024 წელს

ყველაზე შემოსავლიანი მრბოლელები 2024 წელს

განსხვავებით ფეხბურთისა და კალათბურთისა ფორმულა 1-ის შემოსავლების რეიტინგი გამორიცხავს სპონსორების მიერ გადახდილ თანხებს და მთლიანად ემყარება ხელფასებსა და ბონუსებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მრბოლელებს გააჩნიათ პირადი ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიებთან და ასეთი შემოსავლები გუნდზე არ აისახება.

წელს ფორმულა 1-ის ათმა ყველაზე შემოსავლიანმა მრბოლელმა ჯამურად 317 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2023 წლის 258 მილიონთან შედარებით 23%-იანი ზრდაა და 2020 წლიდან მოყოლებული, რაც ამერიკული გამოცემა ფორბსი მსგავს რეიტინგებს ადგენს, ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

სპორტის ეს სახეობა არასდროს ყოფილა უფრო დიდი, კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 2024 წელს 3,2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 25%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ნიშნავს მეტ საპრიზო თანხას ქსელის 10 გუნდისთვის, რომლებიც ასევე ხედავენ გაუმჯობესებულ სასპონსორო შესაძლებლობებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს ისტორიაში პირველად ყველა სარბოლო გუნდის ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და საშუალოდ თითოეული ბრენდის ღირებულებამ 1,88 მილიარდი შეადგინა.

ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ მრბოლელებს გააჩნიათ სახელფასო ჭერი, რომელიც 2021 წელს დაინერგა. სისტემა ზღუდავს რამდენის დახარჯვა შეუძლიათ გუნდებს საკუთარი ბოლიდების დიზაინის შექმნასა და მშენებლობაში, მაგრამ მძღოლის კომპენსაცია ამოღებულია ბიუჯეტის გაანგარიშებიდან.

ფორმულა 1-ის მძღოლების კომპენსაციები ფართო საზოგადოებისთვის იშვიათად ხდება საჯარო, თუმცა მათი ანაზღაურება პირდაპირ კავშირშია სარბოლო ტრასაზე პერფორმანსებთან.

ზედიზედ მესამე წელია ყველაზე შემოსავლიანი ფორმულა 1-ის მრბოლელების რეიტინგს სათავეში მაქს ვერსტაპენი უდგას, რომელმაც 2024 წელს 75 მილიონი დოლარი მიიღო, საიდანაც 60 მილიონი სარეკორდო შემოსავალია მოგებული რბოლებიდან, ხოლო 15 მილიონი ბონუსებიდან მიღებული თანხა. 2023 წელს ჩატარებული დომინანტური სეზონისგან განსხვავებით, როცა მაქსმა 22 გრანპრიდან 19-ში შეძლო გამარჯვების მოპოვება, წელს ის ბევრად რთულ კონკურენციაში მოხვდა, რის მიუხედავადაც მეოთხე ჩემპიონის ტიტულის განაღდება მაინც მოახერხა.

18 მილიონით ჩამორჩა მისი უდიდესი კონკურენტი ლუის ჰამილტონი, რომელმაც 39 წლის ასაკში 55 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ბონუსებით 2 მილიონი მიიღო.

მესამე ადგილზე “Mclaren”-ის ლანდო ნორისი გავიდა, რომელმაც წელს ოთხი გრანპრი მოიგო და მაქს ვერსტაპენს სერიოზული კონკურენცია გაუწია. ნორისი სიაში მესამე პოზიციაზე 35 მილიონი დოლარით მოხვდა, მაშინ როცა შარშან 15 მილიონით მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა.

მთლიანობაში 2024 წელს 5 ყველაზე შემოსავლიანი ფორმულა 1-ის მრბოლელის რეიტინგი ასე გამოიყურება:

5. შარლზ ლეკლერი - $27 მილიონი
გუნდი: “Ferrari”

4. ფერნანდო ალონსო - $27,5 მილიონი
გუნდი: “Aston Martin”

3. ლანდო ნორისი - $35 მილიონი
გუნდი: “Mclaren”

2. ლუის ჰამილტონი - $55 მილიონი
გუნდი: “Mercedes”

1. მაქს ვერსტაპენი - $75 მილიონი
გუნდი: “Red Bull Racing”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები