მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფოთი, ხაშური, გურჯაანი - „გორგია“ 2026 წელს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვდება

გორგია

ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ 2026 წელს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე გურულმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ხუთი ახალი ფილიალი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება, მათ შორის ორი - თბილისში, სამი კი ფოთში, ხაშურსა და გურჯაანში.

კომპანია განვითარებას ცენტრალურ აზიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც აპირებს.

„2026 წელს „გორგია“ ქსელს გააფართოებს, მინიმუმ ხუთ ახალ ფილიალს დავიმატებთ, მათ შორის სამ სრულიად ახალ რეგიონში შევალთ, სადაც აქამდე არ ვყოფილვართ. თბილისის მიმართულებასაც გავაფართოებთ და მინიმუმ ორ ახალ ჰიპერმარკეტს დავამატებთ, რათა უფრო მეტი მოცვა გვქონდეს.

ასევე საერთაშორისო მიმართულება იქნება ჩვენთვის აქტიური და ამაში კავკასიის გარდა, იცით რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში გვაქვს ჩვენ ბიზნესი, გაფართოება გვინდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ასევე ცენტრალურ აზიაში. ეს იქნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც 2026 წელს აუცილებლად მივხედავთ.

ინვესტიციის მოცულობაზე საუბარი დღეს გამიჭირდება, რადგან ჯერ საწყის ეტაპზე ვართ. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ახლო მომავალში „გორგია“ გაიხსნება ფოთში, სამუშაოები უკვე მიდის, ასევე ახალი ფილიალები დაგვემატება ხაშურსა და გურჯაანში“, - განაცხადა გურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები