ფოთის პორტი და "ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" (თიზ) ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდება. აღნიშნულს საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი ითვალისწინებს.
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება "ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" განვითარების ხელშეწყობისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ფოთის ნავსადგურთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ასეთი პროექტის განხორციელება კი, დოკუმენტის ავტორთა აზრით, გამოიწვევს სატვირთო გადაზიდვების მოცულობის ზრდას.
"აღნიშნულის მიზნით სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიმდინარე ეტაპისათვის დადგენილია საჭირო ფართობი და კონფიგურაცია და აქტიურ ფაზაშია გეოლოგიური კვლევები სამშენებლო პროექტის შემუშავებისათვის", - წერია დოკუმენტში.