მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის პორტი ვერ გაუძლებს ტვირთბრუნვას, ანაკლიის მშენებლობა აღსადგენია - პაატა ტრაპაიძე

62418ac7280e5
BM.GE
28.03.22 14:40
3335
კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში სატრანზიტო დერეფნების მიმართულებით შეცვლილ ვითარებაზე საუბრობს. ტრაპაიძე ამბობს, რომ ომის შემდეგ რუსეთის სატრანზიტო ფუნქცია ნულამდე შემცირდება, ეს კი საქართველოს სატრანზიტო კორიდორზე მოთხოვნას აუცილებლად გაზრდის. შესაბამისად, ქვეყანამ ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე მუშაობა უნდა დააჩქაროს, საპორტო მიმართულებით კი ანაკლიის მშენებლობა აღადგინოს.

“როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, რუსეთის სატრანზიტო ფუნქცია არის ნული. დღეს რუსეთზე ჩამოეფარა რკინის ფარდა. ტვირთბრუნვა, რომელიც ევროპასა და ჩინეთს შორისაა არის 200 მილიონი ტონა.

დღეს გვინდა თუ არ გვინდა, ღმერთი გვაიძულებს რომ ეს კორიდორი გამოვიყენოთ. რუსეთი ჩაიკეტა, სამხრეთით ირანი და ავღანეთი სატრანზიტოდ წარმოუდგენელია.

დარჩა მხოლოდ ეს ვიწრო კავკასიური დერეფანი. მე გავთვლიდი, რომ საქართველოში ტვირთბრუნვა შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება კი არა აუცილებლად უნდა გაიზარდოს. აუცილებლად აღვადენდი ანაკლიის პორტის მშენებლობას, აუცილებლად გავაკეთებდი ჩვენი რკინიგზის მოდერნიზაციას, აუცილებლად შევხვდებოდი აზერბაიჯანს, რომელსაც უდიდესი ფუნქცია ენიჭება, რადგანაც კასპიის ზღვა ყველაზე სუსტი მონაკვეთია, რადგანაც გემების რაოდენობა არაა საკმარისი. ახლა უნდა მუშაობდეს მთავრობა და უნდა იყოს ისეთივე აქტიურობა, როგორც 1996 წელს ვამუშავებდით ჩვენ TRASECA-ს პროექტს.

ორი დღის წინ მოვდიოდი დასავლეთიდან, უამრავი რაოდენობა ტრაილერების მოდიოდა ყაზახეთის ნომრებით, უზბეკეთის ნომრებით. ახლა გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა. ცენტრალური აზიის მიმართულებიდან.

ფოთის პორტი ვერ გაუძლებს იმ ტვირთბრუნვას, რომელიც მოაწყდება მას.

სასწრაფოდ არის გასაძლიერებელი ავტობანის მშენებლობის ტემპი. წინა პრემიერის, კვირიკაშვილის დროს იყო მიზანი 2020 წელს დასრულების ავტობანის და ამ ტემპით ჩვენ 2024-ში ვერ დავამთავრებთ მშენებლობას. აი ზუსტად სამუშაო ჯგუფი აქ უნდა ჩაჯდეს, რომ როგორმე ყველაზე სწრაფად დავასრულოთ განსაკუთრებით რიკოთის მონაკვეთი, რაც არის სუსტი წერტილი,”- განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები