ფოთის პორტის ოპერატორმა კომპანიამ APM Terminals-მა გასული წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის - 592,589 ერთეული კონტეინერი (TEU) მიიღო, ეს 2022 წელთან შედარებით 234,732 კონტეინერით მეტია და პორტის არსებობის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
პორტის ოპერატორის ინფორმაციით, გასულ წელს ფოთის პორტის სატრანსპორტო მომსახურება სულ 80,454 ავტომობილმა გაიარა, რაც წლიურად 69%-იან ზრდას წარმოადგენდა.
ამასთან, მკვეთრად - 56%-ით გაიზარდა საკონტეინერო გემების მიღებაც. 2023 წელს საქართველოს უდიდესმა პორტმა 330 საკონტეინერო გემი მიიღო.
საკონტეინერო ტვირთისგან განსხვავდებით, წინა წელთან შედარებით შემცირებულია ნაყარი ტვირთის ოდენობა, რაც პორტის მენეჯმენტის განმარტებით, საკონტეინერო ტვირთზე მოთხოვნის ზრდითა და საკონტეინერო ტვირთის პრიორიტეტულობითაა განპირობებული. კერძოდ, 54% შემცირდა ნაყარი ტვირთის მოცულობა, რამაც დაახლოებით 303 ათასი ტონა შეადგინა.