ფოთის პორტმა მიიღო გემი MSC ELEONORA, რომელზეც 3523 TEU მოცულობის 2138 კონტეინერი დამუშავდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნავსადგურმა ერთ გემზე აღნიშნული მოცულობის ტვირთი გადაამუშავა, რომლის საერთო წონაც 36,000 ტონაზე მეტია.
APM ტერმინალს ფოთის ინფორმაციით, 2023 წელს 592 589 TEU მოცულობის კონტეინერი დამუშავდა, რაც წლიურად 66%-ით მეტია ვიდრე 2022 წელს.
2023 წლის წლიური მონაცემებით, გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. 2023 წელს, APM ტერმინალსმა, ფოთში 330 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2022-ში - 212.
შეგახსენებთ: გასულ წელს საქართველოს პორტებმა სულ 13.9 მილიონი ტონა ტვირთი მიიღეს და გაატარეს, რაც 2022 წელთან შედარებით 1.1 მილიონი ტონით ნაკლები იყო. საქსტატის ანგარიშში არაა მითითებული თუ როგორი იყო ტვირთბრუნვა უშუალოდ პორტების მიხედვით, თუმცა მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს პორტების დატვირთვა შემცირდა.