მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფოთის პორტში Gulf-ის 30 000 ტონიანი ტანკერი შემოვიდა

ისტორიაში პირველად, Gulf-მა ExxonMobil-ის ქარხანაში წარმოებული 30 000 ტონა ბენზინი შემოიტანა. კომპანიის ცნობით, 7 თებერვალს ფოთის პორტში ბელგიიდან, ანტვერ-პენის პორტიდან, 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა. ფოთის პორტში ნავთობკომპანია Gulf-ის წარმომადგენელმა გივი ყაჭიურმა bm.ge-ს განუცხადა, რომ ეს საქართველოს საწვავის მომარაგების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტვირთი ExxonMobil-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში დაიტვირთა და ქვეყნის მიმართულებით დაახლოებით 5 500 კილომეტრი გაიარა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ExxonMobil-ის წარმოებული 30 000 ტონა ბენზინი განთავსდა ეი-პი-აი 650 სტანდარტით დაპროექტებულ და აშენებულ რეზერვუარებში, რომლებიც შიდა მცურავი სახურავებით არის აღჭურვილი. „აღნიშნული ტექნოლოგია ამცირებს ემისიებს, დანაკარგებს და გარემოზე მიყენებულ ზიანს. ყველა რეზერვუარი შიგნიდან დამუშავებულია სპეციალური საფარით, რაც პროდუქტის ხარისხის მაქსიმალურ შენარჩუნებას უზრუნველყოფს- ამბობენ Gulf-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები