მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის საზღვაო ნავსადგურში  საბორნე ტვირთები გაიზარდა

ბორანი

ფოთის საზღვაო ნავსადგურში საბორნე ტვირთები გაიზარდა. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, ზრდა გასულ წელთან შედარებით შთამბეჭდავია.

2024 წლის 6 თვეში საბორნე ტვირთმა 81 816 ტონა შეადგინა, 2023 წელს კი მხოლოდ 562 ტონა იყო. 2022 ეს მაჩვენებელი 70 373 ტონას შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ფოთის პორტი საბორნე ხაზით დაკავშირებულია რუმინეთის ნავსადგურ კონსტანცასთან. საბორნე მიმოსვლას E60 Shipping Line ასრულებს. კომპანიის თანამფლობელმა დავით ბარდაველიძემ BMG -ს ცოტა ხნის წინ განუცხადა, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე დაგეგმილია, საბორნე მიმოსვლის სიხშირეებს გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები