მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის თიზ-ი საქართველოში World FZO-ის ოფიციალურ წარმომადგენელად დაინიშნა

5f1971b17d6a8
BM.GE
23.07.20 15:25
1232
ამიერიდან საქართველოში World FZO-ის ოფიციალური წარმომადგენელი ფოთის თიზ-ი იქნება. „თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაციამ“ (World FZO) სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობების დანიშვნასთან დაკავშირებით, ონლაინ ცერემონია გამართა, სადაც World FZO-სა და ფოთის თიზ-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

„თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაცია (World FZO) არის უმსხვილესი და გავლენიანი საერთაშორისო გაერთიანება, რომელშიც მსოფლიოს 1700 სუბიექტია გაერთიანებული და წარმოადგენს თავისუფალი ზონების ინტერესებს მთელს მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლების დანიშვნით ორგანიზაცია აფართოებს თავისი სერვისების მოცვის სივრცეს, უზრუნველყოფს პრობლემების გამოკვეთას რეგიონულ ჭრილში და გამოცდილების გაზიარებას თავისუფალი ეკონომიკური ზონების წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად“, - განაცხადა World FZO-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა სამირ ჰამრუნიმ.

„ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ფოთის თიზ-ის საქართველოში მის ოფიციალურ წარმომადგენლად დასახელება ჩვენთვის დიდი პატივია. თავისუფალი ზონების მსოფლიო ორგანიზაციასთან (World FZO)’’ თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი ბერკეტია ინვესტორებთან ურთიერთობების გაფართოებისა და მსოფლიო ბაზარზე ჩვენი პოზიციონირების გასაზრდელად“, - აღნიშნა ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ.
მისივე თქმით, პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი ინვესტორთა მხარდაჭერისა და დაცულობისთვის.

ინფორმაციისთვის: ამიერიდან, ფოთის თიზ-ი, როგორც World FZO-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი იქნება მსოფლიო FZO- სთან ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლაზე და მსოფლიოს და საქართველოს თავისუფალ ზონებს შორის ინტეგრაციის გაღრმავებაზე.