მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის წყალმომარაგების სისტემისთვის 45-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ფოთი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა 45.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც ქალაქ ფოთის და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

პროექტის ფარგლებში უნდა გაუმჯობესდეს სათავე ნაგებობები, დაემატოს საქაჩი სადგურები, შეიცვალოს მილსადენების სისტემის ნაწილი, გაიზარდოს ჭაბურღილების რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდეს წყლის ხარჯის მონიტორინგის სისტემები.

“პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (უცხო ქვეყნის შემთხვევაში გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს სასმელი წყლის წყალმომარაგების ან/და საყოფაცხოვრებო წყალარინების ან/და მსგავსი სამუშაოები (სატუმბო სადგურები, სადაწნეო მილები, სასმელი წყლის ჭაბურღილები, თვითდენითი სანიაღვრე მილების მოწყობის სამუშაოები), ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 5 (ხუთი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა,”- ნათქვამია სატენდერო განაცხადში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები