ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ მიენიანგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება მრავალმხრივი თანამშრომლობა: ტექნოლოგიების, ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით.
"მიენიანგი ცნობილია ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მაღალი დონით.
მიმდინარე წელს სიჩუანსა და საქართველოს შორის იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ მიაღწია დაახლოებით 151 მილიონ RMB-ს (ჩინურ იუანს), რაც 68,67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
გარდა ამისა, ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა დაიწყო მარშრუტი მიენიანგიდან საქართველოში, რაც გულისხმობს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.